top of page
Search

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ მეგრელი სეპარატისტის იური ღვინჯილიას შესახებ. ფაქტი #1

  • Writer: Kakhaber Rodinadze
    Kakhaber Rodinadze
  • Oct 30, 2020
  • 3 min read


მეგრელი სეპარატისტი იური ღვინჯილია ღიად აცხადებს:


“სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის  აღდგენის აქტი


გვახსოვს რა, რომ ჩვენ, სამეგრელოს ხალხი ვართ კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული მემკვიდრეები, და რათა შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა,  ისტორია, კულტურა, ლაზურ-მეგრული სვანური ენა, შევქნათ პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პირობები, აღვადგენთ სამეგრელოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, გაუქმებულს 1867 წელს რუსეთის იმპერიის ოკუპაციის შედეგად, სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიის საზღვრებში 1804 წლის მდგომარეობით /ქ.გალი, ქ.ოჩამჩირე მდინარე კელასურამდე ჩათვლით /.

ვსარგებლობთ რა, ხალხთა თვითგამორკვევის უფლებით, ღმერთის და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ვაცხადებთ:

სამეგრელოს სახელმწიფოებრივი

დამოუკიდებლობის აღდგენას!”


(იხ. ვებ-გვერდზე https://www.youtube.com/watch?v=K9i9KDUi2-c )


დავაკვირდეთ, მეგრელი სეპარატისტი იური ღვინჯილია ზუგდიდში ცხოვრობს, დადის, ლაპარაკობს, სეპარატისტობს, და ზვიადისტი აფერისტები მას სიტყვას არ ეუბნებიან საწინააღმდეგოს.


რატომ უნდა უთხრან საწინააღმდეგო?


მეგრელი სეპარატისტი იური ღვინჯილია და ზვიადისტები ხომ “ერთ ენაზე“ საუბრობენ.


ისინი ხომ „ერთ საქმეს აკეთებენ“.


ოღონდ, მეგრელი სეპარატისტი იური ღვინჯილია პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ზვიადისტები ფარულად ფიქრობენ. და აფერისტულად აკეთებენ. ათწლეულების განმავლობაში, მიზანდასახულად, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ეწევიან ანტიქართულ საქმიანობას.


ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფოს.


მეგრელი სეპარატისტი იური ღვინჯილია ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოს ღიად.


ზვიადისტები ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფოს ფარულად, შენიღბულად, აფერისტულად. თან ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფოს, თან აფერისტულად თავის ძირგამომთხრელ საქმინობას „პატრიოტობად“ აცხადებენ. „გაქანებული აფერისტები“ არიან.


როგორ აფერისტობენ? აი, ასე:


დაწყებული 1989 წლიდან, ზვიადისტები აქტიურად ითხოვდნენ აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას, ცხინვალის (ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“) ავტონომიის გაუქმებას და აჭარის ავტონომიის გაუქმებას. შედარებისთვის, იგივე „გაქანებული აფერისტები“, ერთდროულად, ითხოვდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მოქმედების აღდგენას, რომლის 107-ე მუხლით დადგენილია აფხაზეთის ავტონომიური მმართველობა და აჭარის ავტონომიური მმართველობა. ანუ, „გაქანებული აფერისტები“ ითხოვდნენ ორ ურთიერთგამომრიცხავ „რაღაცას“ ერთდროულად, თან აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას, თან აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური მმართველობის დადგენას (თანახმად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლისა).


ფაქტიურად, ზვიადისტების ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად, ცხინვალის (ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“) ავტონომიის გაუქმებას შედეგად მოჰყვა ცხინვალის ცხინვალის (ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“) მიწების დაკარგვა. ავტონომია გაუქმდა. მიწები დაიკარგა.


ფაქტიურად, ზვიადისტების ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის ფაქტიური გაუქმების მცდელობას შედეგად მოჰყვა აფხაზეთის მიწების დაკარგვა. ავტონომია ფაქტიურად გაუქმდა. მიწები დაიკარგა.


ფაქტიურად, ზვიადისტების ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგად, აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას 100 %-იანი ალბათობით  შედეგად მოჰყვებოდა აჭარის მიწების დაკარგვა. აჭარის მიწებს თურქეთი მიითვისებდა.


აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება შემდეგ სამართლებრივ არგუმენტებს:


- 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო ყარსის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ და  სომხეთის სსრ, და მეორე მხრივ, თურქეთს შორის. ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობდა აგრეთვე რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით გაუქმდა 1918 წლის 4 ივნისის  საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების თანახმად აჭარა საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა (თურქეთი თმობდა ”სიუზერენიტეტს” აჭარაზე) იმ პირობით, რომ აჭარას ექნებოდა ავტონომიური მმართველობა;


- 1989 წელს  თურქეთის რესპუბლიკა აღიარებდა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებას;


- 1989 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა  აღიარებდა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებას;


- 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების მოხედვით, რომელსაც 1989 წელს აღიარებდა როგორც თურქეთის რესპუბლიკა, ისე საქართველოს სსრ,  თურქეთმა აჭარა გადასცა საქართველოს აჭარის ავტონომიური მმართველობის პირობით, ანუ, თუ დარღვეული იქნებოდა ამ პირობიანი ხელშეკრულების პირობა, თუ გაუქმდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობა, მაშინ აჭარა 1989 წელს უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა.


- იმ შემთხვევაში, თუ 1989 წელს რეფერენდუმის ჩატარების საშუალებით მოხდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმება, ეს იგივე შედეგებს გამოწვევდა, როგორსაც აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმება რეფერენდუმის გარეშე. თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, რეფერენდუმი იყო  შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურა, ხოლო აჭარის ავტონომიური მმართველობა დადგენილი იყო საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებით.  თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებას  უპირატესი სამართლებრივი ძალა ჰქონდა ნებისმიერი შიდა-სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან შედარებით. ანუ, თუ გაუქმდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობა, თუნდაც რეფერენდუმის საშუალებით, მაშინ აჭარა 1989 წელს უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა.


ანუ, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაკვირდებით რა მეგრელი სეპარატისტის იური ღვინჯილიას და ზვიადისტების ფაქტიურ მოქმედებებს, იძულებულები ვართ დავასკვნათ:

- მეგრელ სეპარატისტს იური ღვინჯილიას და ზვიად გამსახურდიას ზვიადისტებს ერთი მიზანი აქვთ, საქართველოს სახელმწიფოს დაშლა და მის ნანგრევებზე დამოუკიდებელი სეპარატისტული ზვიადეთის (ზვიადისტანის) შექმნა.




კახაბერ როდინაძე

ადვოკატი

ბათუმი, აჭარა

22.10.2020



 
 
 

Comentários


კონტაქტი

Thanks for submitting!

© 2023 by Train of Thoughts. Proudly created with Wix.com

bottom of page