top of page
Search

მღვდელის მოვალეობები

  • Writer: Kakhaber Rodinadze
    Kakhaber Rodinadze
  • Jan 6, 2021
  • 1 min read


ციტატა:


Давид Сиоридзе


"მღდელმა არ შეიძლება იზრუნოს სხეულზე, მხოლოდ სულზე უნდა ზრუნავდეს, როდესაც ქვეყანაში მღდელი ცუდად გრძნობს თავს, მაშინ ქვეყანა თავს კარგად გრძნობს. უნდა იყოს გაჭირვებული, გამხდარი – გაძვალტყავებული, მშიერი, დასნულებული, დაავადებული, ჭიუჭყიანი, არ უნდა ბანაობდეს, დაბანა შეიძლება მხოლოდ სულის განწმენდის მიზნით და არავითარ შემთხვევაში სხეულის, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შხაპის და აბაზანის მიღება, საპნის გამოყენება, დაბანა შეიძლება მხოლოდ მტკვარში ან არაგვში, ვინაიდან ამ ორიდან მიჩნეულია რომ არის სამოთხიდან გამომავალი მდინარე ფისონი. დასაშვებია იმ ბუნებრივი ადგილების გაწმენდა და გასუფთავება, საიდანაც ბუნებრივი სიბინძურე გამოდის ვინაიდან მისი ჭუჭყი გარემო ჭუჭყზე მეტია და ამიტომ აუცილებელია, დანარჩენი არ შეიძლება.არ შეიძლება რომ მღდელი ქრისტეზე დიდხანს ცოცხლობდეს – ეს ცოდვაა. აუცილებელია რომ მყრალი სუნი ასდიოდეს, უნდა უძლებდეს სხეულის გასაცდელს, სექსი აკრძალული უნდა ჰქონდეს. სიხარულით უნდა მიიღოს ცემა–ტყეპა. მღდლის ხანგრძლივი სიცოცხლე არის დიდი ცოდვა. მუდამ გლოვაში უნდა იყოს. მისგან სიხარული არასდროს არ უნდა მოდიოდეს, ეს დასაშვებია მხოლოდ აღდგომის დღეს. პერანგი უნდა ჰქონდეს დახეულის, ზამთარში უნდა სცივოდეს, ზაფხულში კი სცხელოდეს. არ შეიძლება ბუზი რომ დააჯდება მოკლას. ჭანჭველასაც არ უნდა დააბიჯოს. ყველანაირ გაჭირვებას მამაცად უნდა იტენდეს. გამვლელმაც კი რომ მიაფურთხოს, პასუხი არ უნდა გასცეს. მღდლის მიწიერი ცხოვრება უნდა იყოს მძიმე, ჩვეულებრივი მომაკვდავისთვის აუტანელი! სულ ლოცვაში უნდა იყოს ოღონდ წინაპიროსბის შესრულების შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში ლოცვა უნდა აეკრძალოს ღმერთის სახელით."

 
 
 

Comentarios


კონტაქტი

Thanks for submitting!

© 2023 by Train of Thoughts. Proudly created with Wix.com

bottom of page