ყველა ადამიანი თანასწორია
- Kakhaber Rodinadze
- Jun 5, 2020
- 1 min read
Updated: Jun 8, 2020
ყველა ადამიანი თანასწორია, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ჰერი ჰერი ისრაელში, ებრაელი ბაგრატიონების ისტორიულ სამშობლოში.
ისრაელში აღადგინონ მონარქია, მისი წოდებრივი დაყოფებით. უნდათ მეფე დაირქვან, უნდათ თავადი.
ვნახავთ, ისრაელის მოქალაქე ებრაელები როგორ აჭმევენ-ასმევენ საქართველოდან რეპატრირებულ "მეფური პრეტენზიების" მქონე თავის თანატომელ ახალ "ხალიავშიკებს".
რაც უნდათ, ის უქნიათ, ოღონდ ისრაელში.
მრავალფეროვნებისთვის, ისრაელის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საინტერესო მკურნალობის შემდეგ შეუძლიათ გაემგზავრნონ დემოკრატიის შუქურაში, ამერიკის შეერთებილ შტატებში.
სასურველია, ჩრდილოეთის რომელიმე შტატში, სადაც უფრო ცივა.
თურმე, ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონები ძალიან უყვართ. ყველაზე უფრო უყვართ ამერიკის შეერთებილი შტატების კონსტიტუცია. ამერიკის შეერთებილი შტატების კონსტიტუციიდან კი გამორჩეულად უყვართ IV მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის შესაბამისად:
”შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს ამ კავშირში შემავალი ყოველი შტატისთვის მმართველობის რესპუბლიკური ფორმა და ყოველი შტატი უნდა დაიცვას გარედან თავდასხმისგან; საკანონმდებლო კრების ან აღმასრულებელი ხელისუფლების (როცა საკანონმდებლი კრება ვერ იკრიბება) თხოვნისას – შიდა ძალადობისგან”.
ისრაელის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში საინტერესო მკურნალობის შემდეგ ამერიკის შეერთებილი შტატების ციხეში 500 ან 1000 წლით მსჯავრდება კიდევ ერთი საინტერესო თავგადასავალი იქნება.
კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
25.01.2020

Comments