როგორ დაიწყო 1992-93 წლების ომი 1989 წელს
- Kakhaber Rodinadze
- Jun 19, 2020
- 3 min read
ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინა გამართულ მიტინგზე განაცხადა:
ციტატის დასაწყისი:
„აფხაზი ერი ისტორიულად არასოდეს არ არსებობდა... ...აფხაზები იყვნენ დასავლეთ ქართველები. ასე რომ აფხაზი ერი იყო ქართველი ერი იგივე... ... ის ძველი ქრისტიანი აფხაზები, ქართველი აფხაზები, დღეს აღარ არსებობენ. მაგრამ სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუას ტომთან დაკავშირებით... მათ უნდა აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა, და დაგვითმონ ჩვენი მიწა-წყალი, და დამკვიდრნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ“.
ციტატის დასასრული.
(ზვიად გამსახურდიას სიტყვა ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ ვიდეო ჩანაწერის მიხედვით)
(იხ. ზვიად გამსახურდიას საჯარო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინა გამართულ მიტინგზე, ინტერნეტ-საიტზე https://www.youtube.com/watch?v=Wq_LTL9CcxM)
ფაქტიურად, ეს იყო ომის დასაწყისი.
დაფიქრდით, რა უნდა ეფიქრათ იმ აფსუებს (სტატიის ავტორის კახაბერ როდინაძის შენიშვნა: სინამდვილეში: ქართულ ენაზე „აფხაზები“, თვითდასახელება „აფსუები“, შედარებისთვის, რუსულ ენაზე „მინგრელი“, თვითდასახელება „მეგრელები“,) რომლებსაც საქართველოდან გამოყოფა აზრადაც არ ჰქონდათ, და ასეთები იყო აბსოლუტური უმრავლესობა.
ფაქტიურად, 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში, ზვიად გამსახურდიამ თავისი უაზრო და პროვოკაციური, ანტი-სახელმწიფოებრივი, ანტი-ეროვნული განცხადებებით აფსუების საქართველოდან გაგდების შესახებ, აიძულა აფსუები (თვითდასახელება „აფსუები“) საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ თავისი თავის ფიზიკური განადგურებისა და გაგდებისგან გადარჩენის მიზნით,
1992 წლისთვის სიტუაცია შეიცვალა.
გაგდებული თვითონ ზვიად გამსახურდია აღმოჩნდა.
ამიტომ, აფსუების წარმომავლობაზე, 1992 წლის 14 აგვისტოს თვითომ ზვიად გამსახურდიამ მარდად შეიცვალა აზრი.
1992 წლის 14 აგვისტოს, იმყოფებოდა რა დევნილობაში, ზვიად გამსახურდიამ წერილობითი ფორმით გამოსცა შემდეგი განცხადება:
ციტატის დასაწყისი:
„საქართველოს დანაშაულებრივი სამხედრო ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ დაიწყო ფართომასშტაბიანი დამსჯელი ოპერაციები აფხაზეთში...
...შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქართველებს და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას...
... შევარდნაძე განუწყვეტლივ გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით და ემუქრებოდა აფხაზეთს, რომ ყაზბეგიდან ლესელიძემდე დააყენებს ჯარებს და დაამყარებს წესრიგის. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს გენოციდისგან დაიცვას მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა”.
ციტატის დასასრული.
(ზვიად გამსახურდიას განცხადების ტექსტი ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ აუდიო ჩანაწერის მიხედვით)
(იხ. ზვიად გამსახურდიას განცხადების აუდიოჩანაწერი, რომელსაც დიქტორი კითხულობს, ინტერნეტ-საიტზე https://www.youtube.com/watch?v=lAsWoADjgs4 ტექსტის წამკითხველი დიქტორის სიტყვით, ტექსტი გამოქვეყნებული იყო გაზეთში „ქართული აზრი“ №28, 1992 წლის 28 აგვისტო)
ანუ, გამსახურდიამ აფსუები დაასახელა როგორც აფხაზები, და მოუწოდა აფსუების ხელისუფლების დაცვისკენ. გამსახურდიას ტერმინოლოგიით: „ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების“ დაცვისკენ.
გამსახურდიას ტერმინოლოგიით, იმისგან რომ: „აფხაზეთში........შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს... ქართველებს და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას...“
დააკვირდით, „ძმათამკვლელი ომის გაჩაღების“ მოქმედ პირებად დასახელებულია ცალ-ცალკე „ქართველები“ და „აფხაზები“. ანუ, „აფსუები“. სხვა „აფხაზები“, 1992 წელს, აფხაზეთში არ არსებობდა.
შედარებისთვის, გავიხსენოთ, ზვიად გამსახურდიას 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში ნათქვამი სიტყვები: „აფხაზი ერი ისტორიულად არასოდეს არ არსებობდა... ...აფხაზები იყვნენ დასავლეთ ქართველები. ასე რომ აფხაზი ერი იყო ქართველი ერი იგივე... ... ის ძველი ქრისტიანი აფხაზები, ქართველი აფხაზები, დღეს აღარ არსებობენ. მაგრამ სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუას ტომთან დაკავშირებით“.
ანუ, ზვიად გამსახურდია 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში ამბობს, ახლაო, 1989 წელსო, არავითარი „აფხაზი“ არ არსებობსო. არსებობს მარტო „აფსუა“-ო, ხოლო 1992 წელს მოუწოდებს „აფხაზების“, „აფხაზებად“ სახელდებულების, ანუ „აფსუების“ დაცვისკენ. 1992 წელს, ზვიად გამსახურდიას 1989 წლის ტერმინოლოგიის მიხედვით, არსებობდა მარტო „აფსუა“. როცა 1992 წელს მან მოუწოდა „აფხაზების“ დასაცავად, ის მოუწოდებდა „აფსუების“ დასაცავად. 1992 წელს მან უკვე გააიგივა სიტყვები „აფსუა“ და „აფხაზი“.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეორედ, ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თქვა, ახლაო, 1989 წელსო, არავითარი „აფხაზი“ არ არსებობსო. არსებობს მარტო „აფსუა“-ო.
ციტატის დასაწყისი:
„...ის ძველი ქრისტიანი აფხაზები, ქართველი აფხაზები, დღეს აღარ არსებობენ. მაგრამ სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუას ტომთან დაკავშირებით...“.
ციტატის დასასრული.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მესამედ, ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თქვა, ახლაო, 1989 წელსო, არავითარი „აფხაზი“ არ არსებობსო. არსებობს მარტო „აფსუა“-ო.
ციტატის დასაწყისი:
„...ის ძველი ქრისტიანი აფხაზები, ქართველი აფხაზები, დღეს აღარ არსებობენ. მაგრამ სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუას ტომთან დაკავშირებით...“.
ციტატის დასასრული.
კიდევ რისკენ მოუწოდა გამსახურდიამ? გამსახურდიას ტერმინოლოგიით, იმისგან რომ: „გენოციდისგან დაიცვას მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა. მტკიცეთ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვაშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა“.
დააკვირდით, დაცვის სუბიექტებად დასახელებულია 2 (ორი) პირი ცალ-ცალკე: „მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი“ (დააკვირდით სიტყვას „მცირერიცხოვანი“), და „აფხაზეთის ქართული მოსახლეობა“. ანუ, განსხვავებულია „მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული აფხაზი ხალხი“, ანუ „აფსუები“, და „აფხაზეთის ქართული მოსახლეობა“.
გავიხსენოთ, 1989 წელს აფხაზეთის მოსახლეობის უმცირესობა იყო მოსახლეობის 17 % - აფსუები, აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა იყო 47% - „აფხაზეთის ქართული მოსახლეობა“, სხვები იყვნენ 36 % - ანუ, არც აფსუები რომ არ იყვნენ და არც ქართველები.
გამსახურდიამ ვის მოუწოდა, რომ „აფსუები-აფხაზები“ დაეცვათ? კავკასიის ხალხებს, აგრეთვე. ანუ ჩრდილოეთ კავკასიელებსაც. ანუ, გამსახურდიამ მოუწოდა ჩრდილოეთ კავკასიელებს, რომ დაეცვათ „აფსუები-აფხაზები“ შევარდნაძის რეჟიმისგან, ანუ ქართველებისგან.
როგორც ვხედავთ,
ჯერ, 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში, ზვიად გამსახურდიამ თავისი უაზრო და პროვოკაციური, ანტი-სახელმწიფოებრივი, ანტი-ეროვნული განცხადებებით აფსუების საქართველოდან გაგდების შესახებ, აიძულა აფსუები (თვითდასახელება „აფსუები“) საქართველოს წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ თავისი თავის ფიზიკური განადგურებისა და გაგდებისგან გადარჩენის მიზნით,
და შემდეგ,
როგორც კი დაკარგული ხელისუფლების მოპოვების ინტერესებს დასჭირდა, ზვიად გამსახურდიამ 1992 წლის 14 აგვისტოს მომენტალურად შეიცვალა „შეხედულებები“ სრულიად საპირისპიროზე იმასთან შედარებით, რასაც 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში ამბობდა. და ჩრდილოეთ კავკასიელებს მოუწოდა იგივე „აფსუების“ დაცვის მიზნით ქართველების წინააღმდეგ ომისკენ.
P.S.
ზვიადისტების საყურადღებოდ,
დავუშვათ, ვითომ, ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეების განცხადება სწორი იყო,
დავუშვათ.
კი მაგრამ,
თუ ასეა, მაშინ იგივე ზვიად გამსახურდიამ 1992 წლის 14 აგვისტოს როგორღა მოუწოდა ჩრდილოეთ კავკასიელებს იგივე „აფსუების“ დაცვის მიზნით ქართველების წინააღმდეგ ომისკენ???
სად არის ელემენტარული ლოგიკა?
არ არის.
კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
01.08.2019

Comments