top of page
Search

რა დაგვიშავა ქართველებს თურქეთმა?

  • Writer: Kakhaber Rodinadze
    Kakhaber Rodinadze
  • Jul 3, 2020
  • 7 min read



აი, რა დაგვიშავა:

მე XI საუკუნის შუა ხანებში თურქ-სელჩუკები ცენტრალური აზიიდან დაიძრნენ და მალე მათ მთელი ირანი, სამხრეთ კავკასია და მცირე აზია დაიპყრეს.

1. 1065 წელს თურქებმა პირველად ილაშქრეს საქართველოში, ააოხრეს თრიალეთი, სამცხე, შავშეთი, კლარჯეთი და ჯავახეთი. ალფ-არსლანმა აიღო ახალქალაქი და მოსახლეობა ამოწყვიტა.

2. 1068 წელს სელჩუკებმა კახეთ-ჰერეთი მოარბიეს.

3. 1079 წელს სელჩუკებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს საქართველო.

4. 1080 წლიდან იწყება „დიდი თურქობა“. ველური, მომთბარე თურქები სასტიკად აოხრებენ შავშეთს, აჭარას, სამცხეს, ქართლს, არგვეთს, კლარჯეთს. წვავენ ქუთაისსა და არტანუჯს. შემოსევებმა მუდმივი ხასიათი მიიღო. თურქები ადრიან გაზაფხულზე მოდიოდნენ საქართველოში თავიანთი ჯოგით და დაზამთრებამდე აოხრებდნენ ქვეყანას. კლავდნენ, ძარცვავდნენ და ატყვევებდნენ ქართველებს. შემოსევების შედეგად განადგურდა სოფლის მეურნეობა, მოიშალა ეკონომიკა, მოსახლეობა მთებსა და გამოქვაბულებს აფარებს თავს. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დამშეული მოსახლეობა ხშირად ფოთლებით იკვებებოდა.

5. 1104 - სელჩუკების შემოსევა საქართველოში. ერწუხის ბრძოლა.

6. 1110 - სელჩუკების შემოსევა და მათი დამარცხება დავით აღმაშენებლის მეირ თრიალეთთან.

7. 1115 – სელჩუკების შემოჭრა საქართველოში

8. 1118 თურქ-სელჩუკების შეჭრა ჯავახეთში, თუხარისის ერისთავის, ბეშქენ ჯაყელის მკვლელობა.

9. 1121 - მუსლიმთა კოალიცის შემოჭრა საქართველოში ილღაზის სარდლობით და მათი განადგურება დიდგორის ველზე.

10. 1123 - სულთან მაჰმუდ მუჰამედის შემოჭრა შირვანში და საქართველოსთვის ომის გამოცხადება.

11. 1123 - თურქების შეჭრა ანისში და ქართველების მიერ ანისის განთავისუფლება.

12. 1232 წელს რუმის თურქები შემოესივნენ საქართველოს, აიღეს 30 ციხე და ამოწყვიტეს მოსახლეობა.

13. 1367 - თურქებმა სამცხე დაარბიეს, გაძარცვეს და ტყვეები წაიყვანეს, შემდეგ კი დამარცხდნენ ბაგრატ მეხუთესთან ბრძოლაში.

14. 1373 - თურქების შეჭრა ჯავახეთში. ალასტანთან ბრძოლაში დაიღუპა ქსნის ერისთავი.

15. 1407 წელს თურქმანები საქართველოს შემოესივნენ. მათთან ბრძოლაში გმირულად დაეცა გიორგი VII, მეფე, რომელსაც ქედი ვერ მოახრევინა აზიის მბრძანებელმა, თემურ ლენგმა.

16. 1411 წელს თურქმანებთან ბრძოლაში დაიღუპა საქართველოს მეფე კონსტანტინე

17. 1473 - თურქმანების შემოსევა საქართველოში უზუნ-ჰასანის სარდლობით.

18. 1477 წელს უზუნ ჰასანმა მეორედ მოაოხრა საქართველო და თბილისი უბრძოლველად აიღო.

19. 1479 -თურქმანების შემოსევა სამცხეში და მათი მარცხი

20. 1482 - თურქმანების მიერ ახალციხის აღება, სამცხისა და დმანისის დარბევა, აწყურის ციხის აღება.

21. 1487 - თურქმანების ლაშქრობა საქართველოში. ქვემო ქართლის დარბევა.

22. 1488- თურქმანები იღებენ თბილისს და მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან.

23. 1489 წელს ქართველებმა უბრძოლველად დათმეს თბილისი. თურქმანებმა თბილისში გარნიზონი ჩააყენეს.

24. 1498-1500 - ოსმალების შემოსევები სამცხესა და ჭანეთში

25. 1510 წელს ოსმალები სულთნის მემკვიდრე სელიმ ფაშას მეთაურობით იმერეთის სამეფოს დაესხნენ თავს, დაარბიეს და გადაწვეს ქუთაისი.

26. 1513 წელს ქართლში თურქების ლაშქრობა

27. 1520 წელს ყიზილბაშებმა შაჰ ისმაილის სარდლობით თბილისი აიღეს და გადაწვეს, შემდეგ კი სამცხე მოარბიეს.

28. 1543 წელს ოსმალები 22 000-იანი ლაშქრით ტაოში შეიჭრნენ და ოლთისს ალყა შემოარტყეს. ბაგრატმა მორჩილიება გამოუცხადა თურქებს, შემდეგ წამოეწია უკან გაბრუნებულ თურქებს და სასტიკად დაამარცხა მათივე ზარბაზნებით.

29. 1545 წელს ოსმალებმა დიდძალი ჯარი გამოგზავნეს სამცხეში. გადამწყვეტ ბრძოლაში სოხოისტასთან ქართველები დამარცხდნენ. აქედან მოყოლებული სამცხე ოსმალებმა საბოლოოდ დაიპყრეს.

30. 1549-1451 წელს ოსმალებმა მესხეთი ააოხრეს, თორთუმის ციხე აიღეს, მესხების ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი დაატყვევეს და მონებად აქციეს. ამის შემდეგ ოსმალები გურიას შეესივნენ და ჭანეთი მოწყვიტეს გურიას. 1551 წელს ოსმალებმა არტაანია იღეს და დაასრულეს სამცხის დაპყრობა.

31. 1555 წელს ამასიის ზავით ოსმალეთმა და ირანმა საქართველო გაიყვეს. დასავლეთ საქართველო და სამცხის დასავლეთ ნაწილი ოსმალეთს შეხვდა, აღმოსავლეთ საქართველო და სამცხის აღმოსავლეთ ნაწილი კი ირანს. როცა სულეიმანი სტამბულს დაბრუნდა დედამ ჰკითხა: „მიხარია მშვიდობით რომ დაბრუნდი შვილო ჩემო, მაგრამ ქართველები ხომ არ დაგსხმიან თავს? – არა დედაჩემო, ნუ გეშინია, ვინაიდან მე აღვმართე უმაღლესი კედელი ოსმალეთსა და საქართველოს შორის“ – როგორ შეძელ შვილო კედლის აშენება ამოდენა მანძილზე? – შევსძელ დედაჩემო, შევსძელ. მე იგი ავაგე ქართველების ხორცით და სისხლით, ამიერიდან ვერასოდეს გადმოლახავენ ქართველები ოსმალეთის საზღვარს.“ – მიუგო სულეიმანმა (სანიკიძე., ლ., დედა ისტორია, 2005, გვ. 183)

32. 1578 წელს ჩილდირის ველზე ერთმანეთს ოსმალეთი და ირანი დაეტაკა. ირანის მხარეს “ირანელი მესხები“ იბრძოდნენ, „თურქთა მესხები“ კი არ ჩანდნენ. ბრძოლა თურქთა გამარჯვებით დასრულდა. მანუჩარ ჯაყელი გვიან გამოცხადდა ბრძოლის ველზე და დაგვიანებისთვის მოიბოდიშა. თურქთა სარდალმა ლალა ფაშამ ირანის მხარეზე მებრძოლი მესხები გამოიყვანა და მანუჩარის თვალწინ ყველანი კოცონზე დააწვევინა.

33. 1578 წელს თურქები გადამწვარ თბილისში შევიდნენ, შემდეგ კი მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრეს.

34. 1579 - სიმონ მეფის ბრძოლა ქართლის დასაბრუნებლად, ოსმალების გაყრა ქართლიდან.

35. 1582 წელს ოსმალები ქართლში შემოიჭრნენ და გორის ციხე აიღეს, მაგრამ დამარცხდნენ სიმონ მეფესთან ბრძოალში. ჰადიმ ფაშამ მარცხი მანუჩარს გადააბრალა და გადაწყვიტა მისი მოკვლა. იგი კარავში მიიწვია მოსალაპარაკებლად და უიარაღო მანუჩარს 10 შეიარაღებული ოსმალო დაახვედრა. ერთ-ერთი ოსმალო მანუჩარს გადაუდგა იარაღით, მაგრამ მანუჩარმა თვალის დახამხამებაში გამოგლიჯა ხელიდან ხმალი და ისე უხეთქა, რომ თავი მუცლამდე გაუპო. ამის შემდეგ დანარჩენებს დაერია, თვით მეჰმედ ფაშას 5 ჭრილობა მიაყენა და ძვლივს გადაურჩა სიკვდილს. ამის შემდეგ სამცხეში სახალხო აჯანყება დაიწყო და განდევნეს ოსმალები სამცხის ციხეებიდან.

36. 1584 წელს ოსმალები ქართლში შეიჭრნენ, სიმონმა და მანუჩარმა ოსმალები სასტიკად დაამარცხეს.

37. 1585 წელს ოსმალები ისევ შემოიჭრნენ ქართლში, კვლავ დაიკავეს გორი, ლორე და მოაოხრეს ახლომდებარე სოფლები.

38. 1599 წელს ნახიდურთან ბრძოლაში ქართლის მეფე სიმონი ოსმალებმა ტყვედ ჩაიგდეს. მიუხედავად სიმონის შვილების მცდელობისა და უამრავი ფულის მიცემისა, მეფე ვერ დაიხსნენს. ოსმალებმა ფული ფულად მიითვალეს სიმონ მეფეს კი ტყვეობაში ამოხადეს სული.

39. 1609 წელს ოსმალები ქართლში შეიჭრნენ. გზაში მათ ადგილობრივი მღვდელი, თევდორე შეიპყრეს და უბრძანეს ცხირეთის ციხეში წაეყვანა ისინი, რათა ქართლის მეფე ტყვედ ჩაეგდოთ. სანაცვლოდ ოსმალები ოქორს სთავაზობდნენ მღვდელს, უარის თქმის შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯას შეპირდნენ. თევდორემ „მოსაფიქრებლად“ ცოტა დრო ითხოვა, მუხლებზე დაემხო და საქართველოს მომავალი შეავედრა ღმერთს, შემდეგ კი ოსმალთა სარდალს მიუბრუნდა და უთხრა – თანახმა ვარ, წაგიყვანთ მეფესთანო. თევდორემ ოსმალები სინამდვილეში სულ სხვა გზით წაიყვანა და დააშორა მეფის ბანაკს, რითაც ქართველებს დრო მიეცათ ლაშქრის შესაკრებად. როცა ეს ოსმალთა სარდალმა გაიგო, თევდორე სასტიკად აწამა და ბოლოს ხმლით აკუწა. ქართლში შემოჭრილი ოსმალები ქართველებმა გიორგი სააკაძის სარდლობით სასტიკად დაამარცხეს. მათი უმრავლესობა ამოწყვიტეს, ნაწილი კი ტყვედ წაასხეს.

40. 1634 – ოსმალთა დესანტის გადასხმა აფხაზეთში და აფხაზეთის მოოხრება.

41. 1703 წელს თურქებმა დასავლეთ საქართველო დაარბიეს.

42. 1723-1736 - თურქები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ძალით იკავებენ, რითაც საქართელომ დაკარგა ზღვაზე გასასვლელი. ფოთში ფაშა დასვეს, დასავლეთ საქართველოს ციხეებში კი თურქული გარნიზონი ჩააყენეს.

43. 1723 -თურქების მიერ თბილისის უბრძოლველად დაკავება

44. 1733 წელს ოსმალებმა აზოვის სანაპიროების გამოხსნა გადაწყვიტეს და ამისთვის დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრები მოიწვიეს. დადიანმა უარი განაცხადა ლაშქრობაში მონაწილეობაზე, რის გამოც ოსმალებმა სამეგრელო სასტიკად მოაოხრეს.

45. 1737 - ახალციხის ფაშას მიერ სადამსჯელო ოპერაციის წამოწყება აჭარაში.

ეს არის ახალციხის მუზეუმში დაცული ხელნაწერი თუ როგორ ექცეოდნენ თურქები ქართველებს სამცხესა და აჭარაში, არც ისე შორს მე-18 საუკუნეში -" რომელ ხორციელ ენას შეუძლია წარმოთქვას, იმდროინდელ მამა-დედათა დასჯა-ტანჯვანი.ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის პალოზე გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულ მუცელს უპობდნენ, ვის შამფურზე გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზე სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ..

რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხმდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ"

46. 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში იმერეთის მეფემ სოლომონმა სასტიკად დაამარცხა.

...

ახლა კი,


ქართველებო, დაფიქრდით, ამ ტესტს ვინ რას უპასუხებდა




სამშობლოს მოღალატეების გამოსაცნობი ტესტი №1 (სამშობლოს მოღალატეები იყვნენ ისინი, ვინც 1989 წელს



სამშობლოს მოღალატეები იყვნენ ისინი, ვინც 1989 წელს ითხოვდნენ  აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას.


ეს მტკიცება ეფუძვნება შემდეგ ფაქტებს:


1) 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიამ ოსმალეთის იმპერიას წაართვა ბათუმის ოლქი.


2) 1918 წლის 3 მარტს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე  თითქმის 3 თვით  ადრე, ბრესტ-ლიტოვსკის  ზავის ხელშეკრულებით, რომელიც დადებული იყო, ერთი მხრით, გერმანიას და მის მოკავშირეებს, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს, და მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთს შორის, გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად საბჭოთა რუსეთს წაართვა ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები, რომლებიც გადაეცა ოსმალეთს,


3) ანუ, 1878 წელს რუსეთის იმპერიამ ოსმალეთის იმპერიას წაართვა ბათუმის ოლქი, ხოლო 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით უკან დაუბრუნა, იმ მომენტში, როცა ბათუმის ოლქი რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთისგან დამოუკიდებელი ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა”  შეიქმნა 1918 წლის 22 აპრილს, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შემადგენლობით.  საქართველოს დამოუკიდებლობა (ფაქტიურად, ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკან“, და არა რუსეთისგან) გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს.


4) 1918 წლის 28 მაისს, ანუ  1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, ქალაქ ფოთში დაიდო  გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის (ე.წ. ”პროტექტორატის”(მფარველობის))  ხელშეკრულება, რომლის პირველი მუხლით გერმანიამ აიძულა  საქართველო ეცნო 1918 წლის 3 მარტის  ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, თავისი მოკავშირის, ოსმალეთის სასარგებლოდ.


5)  1918 წლის 4 ივნისს დაიდო საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აღიარა ოსმალეთის საკუთრება ბათუმის ოლქზე (დღევანდელი აჭარა ბათუმის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილია), ყარსის ოლქზე, აგრეთვე, 1918 წლის 3 მარტის ბრესტის ზავით გათვალისწინებულზე დამატებით (!), ახალქალაქის და ახალციხის ოლქებზე.


6)  1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო ყარსის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, საქართველოს სსრ, აზერბაიჯანის სსრ და  სომხეთის სსრ, და მეორე მხრივ, თურქეთს შორის. ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობდა აგრეთვე რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით გაუქმდა 1918 წლის 4 ივნისის  საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების თანახმად აჭარა საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა (თურქეთი თმობდა ”სიუზერენიტეტს” აჭარაზე) იმ პირობით, რომ აჭარას ექნებოდა ავტონომიური მმართველობა.


7) 1989 წელს თურქეთის რესპუბლიკა  აღიარებდა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებას;


8) 1989 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა  აღიარებდა 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებას;


9) 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების მოხედვით, რომელსაც 1989 წელს აღიარებდა როგორც თურქეთის რესპუბლიკა, ისე საქართველოს სსრ,  თურქეთმა აჭარა გადასცა საქართველოს აჭარის ავტონომიური მმართველობის პირობით, ანუ, თუ დარღვეული იქნებოდა ამ პირობიანი ხელშეკრულების პირობა, თუ გაუქმდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობა, მაშინ აჭარა 1989 წელს უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა.



10) იმ შემთხვევაში, თუ 1989 წელს რეფერენდუმის ჩატარების საშუალებით მოხდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმება, ეს იგივე შედეგებს გამოწვევდა, როგორსაც აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმება რეფერენდუმის გარეშე. თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, რეფერენდუმი იყო  შიდა სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურა, ხოლო აჭარის ავტონომიური მმართველობა დადგენილი იყო საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებით.  თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა, სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებას  უპირატესი სამართლებრივი ძალა ჰქონდა ნებისმიერი შიდა-სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან შედარებით. ანუ,  თუ გაუქმდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობა, თუნდაც რეფერენდუმის საშუალებით, მაშინ აჭარა 1989 წელს უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა.




ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,


ვადგენთ სამშობლოს მოღალატეების გამოსაცნობ ტესტს:


„1989 წელს ითხოვდით თუ არა  აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებას?

იმ პირობებში, როცა, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების მოხედვით, რომელსაც 1989 წელს აღიარებდა როგორც თურქეთის რესპუბლიკა, ისე საქართველოს სსრ,  თურქეთმა აჭარა გადასცა საქართველოს აჭარის ავტონომიური მმართველობის პირობით, ანუ, თუ დარღვეული იქნებოდა ამ პირობიანი ხელშეკრულების პირობა, თუ გაუქმდებოდა აჭარის ავტონომიური მმართველობა, მაშინ აჭარა 1989 წელს უკან დაუბრუნდებოდა თურქეთს, თანახმად 1989 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლისა“.


თუ გიპასუხათ:


„კიო, 1989 წელს ვითხოვდიო აჭარის ავტონომიური მმართველობის გაუქმებასო“.


ესე იგი,  სამშობლოს მოღალატეა.


ფუი  ეშმაკს.




P.S.


უპასუხეთ ამ ტესტში დასმულ კითხვას, 1989 წელს ითხოვდით თუ არა აჭარის ავტონომიის გაუქმებას? "კი" თუ "არა"? ანუ, ითხოვდით 1989 წელს თუ არა აჭარის ავტონომიის გაუქმების საშუალებით, ფაქტიურად, აჭარის ჩუქებას თურქეთზე, 1989 წელს მოქმედი ყარსის ხელშეკრულების არსებობის პირობებში? თუ ითხოვდით, რატომ ითხოვდით? მოღალატეობის გამო? უცოდინარობის გამო? რა მიზეზით?


დააკვირდით, მე არ ვკითხულობ, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება იყო თუ არა კანონიერად დადებული, მე არ ვკითხულობ, დღეის მდგომარეობით, საჭიროა თუ არა აჭარის ავტონომიური მმართველობა.


მე ვკითხულობ, 1989 წელს ითხოვდით თუ არა აჭარის ავტონომიის გაუქმებას? "კი" თუ "არა"? ანუ, 1989 წელს ითხოვდით თუ არა აჭარის ავტონომიის გაუქმების საშუალებით, ფაქტიურად, აჭარის ჩუქებას თურქეთზე, 1989 წელს მოქმედი ყარსის ხელშეკრულების არსებობის პირობებში?


ხალხო, დააკვირდი, რა ფარისევლურად ცდილობენ სამშობლოს მოღალატეები დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის არიდებას, რა ფარისევლურად გადააქვთ საუბარი სხვა თემებზე.


ხალხო, დააკვირდი, ვინ რა პასუხს გასცემს ამ ტესტს. და მიხვდები, მოღალატეა თუ არა,  ჭკვიანია თუ ბრიყვი. თუ ისე, რა.  რახან მიტინგზე ვიღაცამ რახაც დაიყვირა,  მოღალატეობის, თუ უვიცობის, თუ სიბრიყვის  გამო, ამიტომ გაუაზრებლად, მოსალოდნელი კატასტროფული შედეგების გააზრების გარეშე,  თვითონაც ბრმად გაიმეორა სხვისი ნათქვამი.





კახაბერ როდინაძე

ადვოკატი

ბათუმი, აჭარა

28.04.2019




http://urakparaki.com/?m=4&ID=103318


 
 
 

Yorumlar


კონტაქტი

Thanks for submitting!

© 2023 by Train of Thoughts. Proudly created with Wix.com

bottom of page