top of page
Search

პატივი ეცით ზვიად გამსახურდიას სიტყვებს «Я всю жизнь фактически борюсь против Сталинизма»

  • Writer: Kakhaber Rodinadze
    Kakhaber Rodinadze
  • Jun 5, 2020
  • 3 min read

Updated: Jun 8, 2020

ზვიადისტებო, დაიცავით ზვიად გამსახურდიას ხსოვნა. მოწოდება №1. პატივი ეცით ზვიად გამსახურდიას  სიტყვებს «Я всю жизнь фактически борюсь против Сталинизма», ნუ აბრალებთ ზვიად გამსახურდიას სტალინის დაცვას.



ზვიადისტებო, დაიცავით ზვიად გამსახურდიას ხსოვნა. პატივი ეცით მის სიტყვებს «Я всю жизнь фактически борюсь против Сталинизма», ნუ აბრალებთ ზვიად გამსახურდიას სტალინის დაცვას. სასწაული ხდება. სტალინის მაგინებელ ზვიად გამსახურდიას ცილს სწამებენ, სტალინს იცავდაო. რატომ ცდილობს დღეს ზვიადისტების ნაწილი სახელმწიფო ქონების ე.წ. ”პრივატიზაციის” გეგმის ავტორი, ანტისოციალისტი და კაპიტალიზმის მგოსანი ზვიად გამსახურდია წარმოაჩინოს სტალინის დამცველად და კაპიტალიზმის მტრად?


ზვიად გამსახურდიას ანტისოციალისტი და კაპიტალიზმის მაქებარი იდეოლოგია ქართველი ხალხის უმრავლესობის თვალში უკვე გაკოტრდა, ამიტომ ზვიადისტების ნაწილი დღეს ცდილობს ზვიად გამსახურდია წარმოაჩინოს სტალინის დამცველად და კაპიტალიზმის მტრად.


ტყუილია, ზვიად გამსახურდია იყო სტალინის მტერი და კაპიტალიზმის მგოსანი. იხილეთ ვიდეო-ჩანაწერი ვებ-გვერდზე https://www.youtube.com/watch?v=Uqumw3OH2cE  , რომელშიც ანტისოციალისტი და კაპიტალიზმის მგოსანი, სახელმწიფო ქონების ე.წ. ”პრივატიზაციის” გეგმის ავტორი ზვიად გამსახურდია საუბრობს სტალინზე და სტალინიზმზე, როგორ ებრძოდა საქართველოში, როგორ აკრძალა, და მისი აზრით, როგორ დაამარცხა.


ამ ვიდეოჩანაწერში ჟურნალისტი, ბალტიისპირელი ნაცისტი, ეკითხება ზვიად გამსახურდიას:


«Как вы относитесь к Сталину, некоторые люди, может быть ваши оппоненты считают, что так сказать Сталин наверное  Гамсахурдии какой-то идол потому что подозревают, что Вы тоже стремитесь всегда к Сталинизме»


ბალტიისპირელი ნაცისტი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ზვიად გამსახურდია სატანისტური ღიმილით პასუხობს:


«Я всю жизнь фактически борюсь против Сталинизма, но вот как раз клеветники всех времён знали, что на человека надо заявит то, против чего он сам борется, понимаете».


დააკვირდით, ამ ვიდეო-ჩანაწერში ზვიად გამსახურდია ამბობს, ”მთელი სიცოცხლე სტალინიზმს ვებრძოდიო", და მიუხედავად ამისა, ზვიადისტები სასწაულ კომენტარებს აკეთებენ, ზვიად გამსახურდია ვითომ იმას კი არ ამბობს, ”მთელი სიცოცხლე სტალინიზმს ვებრძოდიო", არამედ ზვიად გამსახურდია სტალინს დადებით კონტექსტში მოიხსენიებსო?! წარმოგიდგენიათ? ანუ ზვიად გამსახურდია თითქოს იმას ამბობს, რომ სტალინი მომწონს, კარგი ვინმე იყოო. წარმოგიდგენიათ, რა დონემდე გაკოტრდა ზვიადიზმის იდეოლოგია? წარმოგიდგენიათ, რა დონემდე გახდა სტალინი პოპულარული, რომ ზვიადისტების ნაწილი იძულებული გახდა იძახოს სასწაული ტყუილი, რომ თითქოს ზვიად გამსახურდია, როცა სტალინს აგინებდა, ამ დროს გულისხმობდა, რომ არ აგინებდა. სასწაული.


ქართველი ხალხის უმრავლესობის თვალში ამერიკული და დასავლური სიყვარულის იდეას ვადა გაუვიდა. ამიტომ ზვიადისტების ნაწილი სასოწარკვეთილად უკანასკნელ ხავს ეჭიდება. ცდილობენ  ზვიად გამსახურდია, ე.წ. „ჰელსინკის კავშირის“, სინამდვილეში „ურია-მასონური კავშირის“ დამფუძნებელი წევრი და თავჯდომარე საქართველოში, გამოაცხადონ  ანტიდასავლეთურ  პოლიტიკოსად.


რა თვალთმაქცობაა. ზვიადისტები თვალთმაქცურად  ცდილობენ 1970-80-იანი წლების ლიბერალი (თან ფაშისტ-ნაცისტიც იყო, ერთდროულად), დღევანდელი ქართველი ლიბერალების წანამორბედი  ზვიად გამსახურდია, ევროპელი ლიბერალების ჰაველის, ვალენსას, ლანცბერგისის პირწავარდნილი თაყვნისმცემელი, გამოაცხადონ ანტი-ლიბერალად.


ზვიადისტების მიერ ზვიად გამსახურდიას  სტალინისტად გამოცხადება ხომ საერთოდ ფანტასტიკური  სისულელეა. მხოლოდ ზვიადისტურ ბოდვას შეუძლია ასეთი სისულელის წარმოსახვა. ზვიად გამსახურდია პირდაპირ აგინებდა სტალინს და სტალინიზმს. ზვიად გამსახურდიამ „სტალინის საზოგადოებას“ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აუკრძალა. ანტი-სტალინისტმა და ანტი-ადამიანმა ზვიად გამსახურდიამ  გააუქმა სტალინის ყველაზე დიდი შემოქმედება - გერმანულ ნაციზმზე გამარჯვების დღესასწაული  9 მაისი. ანტი-სტალინისტმა და ანტი-ადამიანმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს საქართველოს პარლამენტიდან გააგდო პარლამენტის წევრების 1/3, რატომ ხართ იმ პარტიის წევრები, რომლის წევრი იოსებ სტალინი იყოო, რატომ მოგცათ არჩევნებში ხმა 1 მილიონმა ამომრჩეველმაო. ანუ ანტი-სტალინისტმა, ანტი-ადამიანმა და ანტი-დემოკრატმა (საქმით ანტი-დემოკრატმა) ზვიად გამსახურდიამ მოახდინა ქართველი ხალხის 1 მილიონი ამომრჩევლის მიერ თავის წარმომადგენლებზე დელეგირებული ხელისუფლების უზურპაცია. ანუ, ზვიად გამსახურდია იყო დიქტატორი. მან ქართველი ხალხის 1/3 ნაწილს წაართვა საარჩევნო  ხმის უფლება.


ბრძენო ქართველო ხალხო, მოთხოვეთ პასუხი თქვენ მტრებს. ვინც სოციალიზმის სიძულვილის და (ურია-მასონების ჩაგონებით) კაპიტალიზმის ბრიყვული სიყვარულის გამო თქვენ გაგაღატაკათ. მთელი ეს კომპანია, ხელისუფლება-ოპოზიციანად, ვინ იყვნენ? სინამდვილეში, გიჟები, არც სოციალიზმს ებრძოდნენ, ვითომ იდეურად, და არც ეროვნული დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, როგორც ამბობდნენ, და ზოგს, განსაკუთრებით მიამიტს, ეგონა. ტყუილია, დააპროგრამეს საქართველოს სახელმწიფოს ფაქტიურ განადგურებაზე (დროშა, გერბი და ჰიმნი აქვს, ისე, ვითომ-ვითომ) და ქართველი ხალხის ურია-მასონების მონებად გადაქცევაზე. მთელი ამ ცირკის მიზანი იყო ქართველი ხალხის ქონების ქურდობა და ურია-მასონ აფერისტებზე პრაქტიკულად უფასოდ გადაცემა. ოინი ის არის, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობამ თავისი თავი სიღატაკეში ნებაყოფლობით ჩაიგდო. ”ჟადნოსტ ფრაერა გუბით” პრინციპით. თავისი თავი დაიჰიპნოზა სულელური ბოდვებით. რომ თუ სახელმწიფო ქონებას განასახელმწიობრობდა (ე.წ. „პრივატიზირებას“ მოახდენდა, ამ უცხოენოვანი სიტყვის მნიშვნელობას ბრძენი ხალხის დიდი ნაწილი დღემდე ვერ ხვდება), უფასო მედიცინას ფასიანს გახდიდა, უფასო განათლებას ფასიანს, ქარხნებს და ფაბრიკებს დაანგრევდა, ელექტროსადგურებს არ ააშენებდა, არსებულს დაანგრევდა, ვითომდა ”ეკოლოგიური” მოსაზრების გამო, და მარტო ტურიზმს განავითარებდა, ამით მუქთა საჭმელ-სასმელი ციდან უფასოდ დაეცემოდა, პირდაპირ პირში  ჩავარდება, ხელის გაუნძრევლად.


თვალთმაქცობა იქამდე მიდის, რომ ზვიად გამსახურდიას, კაპიტალიზმის მგოსანს, ამერიკის პატრიოტს (ამერიკის პატრიოტი იყო, სანამ თვითონ იყო ხელისუფლებაში, მაგრამ როცა დასავლეთმა, ვიმეორებ, დასავლეთმა, ხელისუფლებიდან გააგდო, მერე კი შეიცვალა აზრი, დასავლეთს გინება დაუწყო, მაგრამ რაღა დროს), ახლა, როცა იდეა გაკოტრდა, აცხადებენ კაპიტალიზმის მტრად. რა არის გასაკვირი, როცა გიჟებმა საკუთარი გიჟობით ქვეყანა დააქციეს, და ამის აღიარება არ უნდათ.


და ბოლოს. დააკვირდით, ხალხო, დაფიქრდით, ზვიადისტები 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეების ციხეში ჩასმის მოთხოვნას სისულელეს როგორ უწოდებენ, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადები არ გასულა, ხოლო 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეების ციხეში ჩასმის მოთხოვნას სიბრძნეს უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადები გასულია. ხალხო, მიხვდით, ესენი არაამქვეყნიური გიჟები არიან. ეს არაამქვეყნიური გიჟები ზღაპრებში და ილუზიებში ცხოვრებენ.




კახაბერ როდინაძე

ადვოკატი

ბათუმი, აჭარა

03.02.2020



 
 
 

Comentários


კონტაქტი

Thanks for submitting!

© 2023 by Train of Thoughts. Proudly created with Wix.com

bottom of page