ლაზეთი
- Kakhaber Rodinadze
- Jun 5, 2020
- 1 min read
Updated: Jun 8, 2020
ბრძენო ქართველო ხალხო,
აცხადებ რა,
რომ ლაზი არის ქართველი,
და ლაზეთის მიწა არის საქართველოს ისტორიული ტერიტორია,
და,
დღეს,
თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში მყოფი ლაზეთის მიწა,
ჩვენიაო,
ოცნებებში რომ ხარ,
და ერთდროულად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე,
ცალკეულ გიჟებს, რელიგიით შენიღბულებს,
ნებას რომ აძლევ,
საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის დარღვევით,
სისტემატიურად იყროყინონ:
- „თუ აჭარელი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავისი წინაპრების ძირძველ მიწაზე ცხოვრობს, რელიგიით მუსლიმანი არის, ესე იგი, ეროვნებით ქართველი არ არისო, და ამიტომ უნდა დავხოცოთ, ცოცხლად გადარჩენილები კი უნდა გავაგდოთ, მიწა კი მივითვისითო, და მერე მუსლიმან თურქებს (ინვესტორებს) მივყიდოთო“,
ეს სიგიჟე, თურქეთში მყოფ მუსლიმან ლაზებს, უკვე გააგებინე?
თუ მერე ეტყვი?
თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებმა მუსულმანმა ლაზებმა,
რომ
გააგზავნონ,
გიჟები,
და,
თქვენ,
ბრძნებიც,
თან მიგაყოლოთ,
შორს-შორს,
„ჯანდაბა“-ში?
„ჯანდაბა“, ქალაქია თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე.
***
იმიტომ რომ, აშკარაა,
რომ თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ლაზები თუ ახლა არ გააგზავნიან გიჟებს, მაშინ, მომავალში, შესაძლებელია, გიჟებმა გააგზავნონ ლაზები, ისე, როგორც დღეს ეს გიჟები საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსლიმან აჭარლებს აგზავნიან.
საქართველოს სახელმწიფო კი დუმს.
სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რელიგიური შუღლის გამჩაღებლებს, არ აგზავნის
არც საგიჟეთში, არც ციხეში.
საქართველოს სახელმწიფო დუმს.
ელოდება.
რას?
კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
02.062020

Comments