კითხვა სვანებს: იყო თუ არა სამეგრელოს მთავარი 1803 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით სვანეთის მესაკუთრე?
- Kakhaber Rodinadze
- Oct 30, 2020
- 2 min read
მოდით, დედანში წავიკითხოთ სამეგრელოს მთავრის გრიგორი დადიანის 1803 წლის 2 დეკემბრით დათარიღებული „დაფიცებითი დაპირების“ თხოვნითი პუნქტები და დაფიცებითი დაპირებები, რომლითაც ის შევიდა რუსეთის იმპერატორის ერთგულ მონობაში (верное рабство) და ქვეშევრდომობაში (подданство):
Просительные пункты и клятвенное обещание Мегрельского князя Дадъяна при вступлении в подданство России 2 декабря 1803 г. 1. Я, нижеподписавшийся, князь Григорий Дадьян, законный владетель Одижский, Лечгумский, Сванетский, Абхазский и всех земель, искони предкам моим принадлежащих, и самодержавный оных повелитель, от дня подписи сего акта по совершении клятвенного обещания по обряду предаю себя со всем моим законным потомством и со всеми моими владениями, как вышеназванными, так и разными случаями отошедшими в вечное и верное рабство и подданство высочайшей Всероссийской державе, ныне счастливо царствующему Всепресветлейшему Державнейшему Государю Императору Александру Павловичу, Самодержцу всея России, и высочайшим Его преемникам. Владетельный князь Григорий Дадьян. 2. Да благостью Е. И. В., всемилостивейшего моего Государя и повелителя, предоставлено будет мне, детям моим и всему моему потомству по старшинству колена пользоваться правами и преимуществами владетеля со всеми обязанностями верноподданного раба Всероссийского Государя Императора яко верховного моего и преемников моих Великого Государя и повелителя. На что да буду я осчастливлен высочайшею Е. И. В. грамотой, так как и преемники мои при всяком новом вступлении во владение кого-либо из следующих по старшей линии да будут утверждаемы подобными высочайшими грамотами. (АВПР, ф. СПб. Главный архив, 1–7, оп. 6,1803, д. 5, лл. 17–27 (подлинник на грузинском и русском языках). Опубл.: Дубровин Н. Ф. Закавказье от 1803–1806 года. — СПб., 1866. — С. 513–516.)
მივაქციოთ ყურადღება 1803 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით სამეგრელოს მთავრის გრიგორი დადიანის ტიტულს: «მე, ქვეხელმომწერი, მთავარი გრიგოლ დადიანი, კანონიერი მფლობელი ოდიშისა, ლეჩხუმისა, სვანეთისა, აფხაზეთისა და ყველა მიწებისა, ოდითგანვე ჩემი წინაპრების კუთვნილებისა».
ანუ, 1803 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით სამეგრელოს მთავრის გრიგორი დადიანის ტიტულის მიხედვით, ის არის აგრეთვე სვანეთის მესაკუთრე.
1804 წლის 4 ივლისს ალექსანდრე I-მა დაამტკიცა სამეგრელოს მთავრის გრიგორი დადიანის თხოვნა ერთგულ მონობაში (верное рабство) და ქვეშევრდომობაში (подданство) მიღების შესახებ და სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.
ანუ, სამეგრელოს მთავარი გრიგორი დადიანი რუსეთის იმპერატორის ერთგულ მონობაში (верное рабство) და ქვეშევრდომობაში (подданство) შევიდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს თვითმპყრობელი კანონიერი მესაკუთრე (законный владетель), რომელმაც განაცხადა, რომ ის არის აგრეთვე სვანეთის მესაკუთრე. შესაბამისად, ვინაიდან სამეგრელო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, ამიტომ სამეგრელოს მიწა, და მის საკუთრებაში არსებული სხვა მიწები, მათ შორის სვანეთის მიწა, ერთპიროვნულად ეკუთვნოდა სამეგრელოს მთავრებს და მათ მემკვიდრეებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა ვინმე სხვას.
ამ სტრიქონების ავტორისთვის ის გარემოება, რომ 1803 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით სამეგრელოს მთავრის გრიგორი დადიანის ტიტულის მიხედვით, ის არის აგრეთვე სვანეთის მესაკუთრე, ცნობილია მხოლოდ და მხოლოდ თვითონ სამეგრელოს მთავრის გრიგორი დადიანის სიტყვებიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვუსვამთ კითხვას სვანებს: - „სინამდვილეში, 1803 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით, იყო თუ არა სამეგრელოს მთავარი გრიგორი დადიანი სვანეთის მესაკუთრე? თუ სამეგრელოს მთავარმა გრიგორი დადიანმა რუსეთის იმპერატორი მოატყუა, როცა თავი სვანეთის მესაკუთრედ გამოაცხადა?“
კახაბერ როდინაძე ადვოკატი ბათუმი, აჭარა 29.10.2020
Comentários