ზურაბ ქველაძე ზვიად გამსახურდიას შესახებ
- Kakhaber Rodinadze
- Jun 20, 2020
- 1 min read
Updated: Jun 21, 2020
ციტატა: სოციალურ ქსელებში ზურაბ ქველაძე (Zurab Qveladze) ზვიად გამსახურდიას შესახებ წერს, სიმართლეს:
"ფაქტია, რომ ამ კაცმა ტელეეთერში წაიკითხა კგბ-ს დაწერილი მონანიება, ამის შემდეგ საბჭოთა კგბ-მ ის გამოუშვა ციხიდან და გახადა ეროვნული მოძრაობის ლიდერი.
ფაქტია ასევე, რომ ამ კაცმა რამდენიმე ათეული ავტობუსით "იკარუსი" ჩაიყვანა ახალგაზრდები ცხინვალში მიტინგის გასამართად, საიდანაც დაიწყო ოსებთან დაპირისპირება.
ისიც ფაქტია, რომ მისი მითითებით შიდა ქართლში აწიოკებდნენ ოსურ მოსახლეობას და ხოცავდნენ ოსებს, რის გამოც ოსებიც სამაგიეროს უხდიდნენ ქართველებს.
მან იგივე პროცესი ჩაატარა აფხაზეთშიც.
ამ კაცმა საფუძველი ჩაუყარა ოსეთისა და აფხაზეთის საქართველსგან ჩამოშორებას, რითაც კგბ-ს დავალება შეასრულა.
ეს კაცი იყო შოვინისტი, მეგრელებით გამოტენა მთავრობა, ქართლში პრეფექტებად და დეპუტატებად ზუგდიდიდან ჩამოყვანილ მეგრელებს ნიშნავდა.
ის ეროვნული გმირი კი არა, საქართველოს დამაქცევარი იყო.
საქართველოს დანაწევრება მისი მოღალატური ქმედებებიდან იწყება".

Comentários