top of page
Search

ბრიტანული ნაციზმი

  • Writer: Kakhaber Rodinadze
    Kakhaber Rodinadze
  • Jul 9, 2020
  • 3 min read

სოციალურ ქსელებში (ფეისბუკი) „ბესო ბესო“ წერს:

ციტატის დასაწყისი.

,,ხსნა“, თურმე - ევროპაშია....

ოდნავ დაკვირვებული ადამიანისათვის, სრულიად ნათელი ხდება რომ, - ,,სანიმუშო დემოკრატიის“ ციტადელი, - მონათმფლობელობაზეა აგებული, კაპიტალისტური ეკონომიკა კი, - დამონებული ერების გენოციდზე, ქვეყნის საუკეთესო მოაზროვნეები კი, აქტიურად ამუშავებენ - ,,მეცნიერული რასიზმის“ იდეებს. ეს ყველაფერი ეხლა, - ბრიტანეთის მოქალაქეების, ახალ აღმოჩენად ქცეულა თურმე, თავიანთი სულთამხუთავი ქვეყნის ისტორიაში. ინგლისში მიმდინარე პროცესები, ძალიან ჰგავს, ეგრეთწოდებული - ,,პერესტროიკის“ კამპანიას, ვაშინგტონის აგენტ - მიხეილ დაღიანისდროინდელ საბჭოეთში. მაშინაც ხალხი, არქივების გახსნას ითხოვდა.... დღესაც იგივე ხდება - ინგლისში. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული ბუნტი, ჯერ - ამერიკის შხამიან მიწას მოედო, შემდეგ - კონტინენტურ ევროპაშიც გაიდგა ფესვები, იქიდან კი - ინგლისსაც შეუტია. ხალხი მოითხოვს, გვარების გამოქვეყნებას - იმ ბრიტანელებისა, რომლებიც - მონებით ვაჭრობით გამდიდრდნენ 17 - ე საუკუნეში. რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი გვარები არქივებში. ,,საპატიო“ ადგილს იკავებენ - არისტოკრატიული ოჯახების ბევრი წარმომადგენელი, მათ გარდა აგრეთვე, - ნათან მაიერ როტშილდის - ებრაული გვარიც ,,აცისკროვნებს“ ლიდერთა სიას. სწორედ, მონების ყიდვა - გაყიდვითა, და კოლონიებში, მათი შრომით დააგროვა ქონება, ბრიტანეთის ,,ელიტის“ ყველა წარმომადგენელმა. სიმდიდრე, რომელიც დიდ ბრიტანეთში, 18 - ე 19 - ე საუკუნეებში დაგროვდა, - ,,დაბალი დონის ხალხად“ - ოფიციალურად მიჩნეულთა, ოფლითა და სისხლით შეიქმნა. ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად, ბრიტანეთის ისტორიაში, ასახული რატომღაც არ არის. თუ ამერიკული ,,კულტურის ისტორია“, - რასიზმსა და მის აჩრდილებთან ბრძოლაა, - ,,ბიძია თომას ქოხიდან“ - ,,ქარწაღებულებამდე“, ინგლისში კი, - მონათმლობელობის ყველა უსიამოვნო სიუჟეტი, განიხილება - პრიზმაში კანონისა - ,,მონობის გაუქმების შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 1833 - ტ წელს მიიღო.... ბიოგრაფიების კრებულებში, ,,გამოჩენილი“ ბრიტანელების ცხოვრებიდან, ამოღებულია ყველა დეტალი, რომლებიც მიუთითებს მათ - მონათმფლობელობაზე. თუმცა წიგნებში, ასეთი ინფორმაცია, არასოდეს დაუბეჭდავთ.... ლიტერატურის ნაწარმოებებში კი, მონობა და რასიზმი, საერთოდ არაა მოხსენიებული. ინგლისელი ,,ჯენტლმენის“ უმწიკვლო იმიჯი, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. მისი შემქმნელები კი, ყოველთვის გაურბოდნენ იმის არაკორექტულად მოხსენიებას, თუ როგორ დააგროვეს ამ ,,ჯენტლმენებმა“ ქონება. მონათმფლობელთა შთამომავლები, დღესაც მსოფლიო ,,ელიტას“ მიეკუთვნებიან. ესენი არიან სუპერვარსკვლავები, - ბენედიქტ კამბერბეტჩი, ცნობილი ,,1984“ - ის ავტორი - ჯორჯ ორუელი, ბრიტანეთის ექსპრემიერი - დევიდ კემერონი, სია საკმაოდ ვრცელია.... სინამდვილეში კი, - მონობის გაუქმების შესახებ კანონს, სულაც არ შეუცვლია, შრომის პირობები პლანტაციებში, ერთადერთი, რაც მოხდა, იყო ის, რომ მონა, - თავისუფლებააღკვეთილიდან, - დაქირავებულად გადაიქცა. ამ კანონს, ხელი არ შეუშლია - ჩინეთში მოსახლეობის განადგურებისთვის, რაც მოხდა - ოპიუმით მოვაჭრე - ინგლისელების წყალობით, და არც 1940 - იან წლებში, - ბენგალიაში - ინდუსების შიმშილით ამოჟლეტისათვის - ჩერჩილის უშუალო ,,წყალობით“.... რაც მთავარია, მას არ შეურყევია - რასიზმი ბრიტანელებისა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში, სიცოცხლის უმდაბლეს ფორმად მიიჩნევდნენ, - უცხოელებს. ეს მათი სისხლის ყივილია დღესაც. 1840 - იან წლებში, ინგლისელი საზოგადოება, კმაყოფილებით კითხულობდა, ,,მაღალი წრის წარმომადგენლის“, ებრაელ - ბენჯამინ დიზრაელის რომანებს. ,,რასა ყველაფერია, სხვა ჭეშმარიტება არ არსებობს“, ნათქვამია - დიზრაელის რომან ,,ტანკრედში“.... ებრაელმა ბელეტრისტმა, ქვეყნის - პრემიერმინისტრის სავარძელში ჩაჯდომის შემდეგ, ეს სლოგანი, - ინგლისის იმპერიის პოლიტიკად აქცია. დიზრაელი, პირველი იყო, რომელმაც -,, ჭეშმარიტი არიული რასის“, არსის ფორმულა ჩამოაყალიბა. მან აღნიშნა, რომ: ,,თავისი რჩეულობის შესანარჩუნებლად, ინგლისელებმა არ უნდა დაუშვან შერეული ქორწინებები, და ურჩევდა მათ, - რომაელების მსგავსად, თავიდან მოეშორებინათ - ავადმყოფი ბავშვები. ის მწვავედ აკრიტიკებდა, - ,,ადამიანების თანასწორობის დამღუპველ სწავლებას“, და ამტკიცებდა, რომ: - ,,რასა ეს არის ის, რაც აერთიანებს ერსო“.... 19 - ე 20 - ე საუკუნეების მიჯნაზე, დიზრაელის თეორია, - ,,არიული რასის სისუფთავესა და უპირატესობაზე“, აიტაცა, ბრიტანული ,,არისტოკრატიული“ გვარის წარმომადგენელმა, - ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლენმაც. სხვათა შორის, მისმა პაპამაც, ქონება - ბრისტოლში, - მონების ყიდვა - გაყიდვით დააგროვა. სწორედ ამ ინგლისელმა ,,არისტოკრატმა“, შეიმუშავა - რასიზმის თეორია, რომელიც შემდეგ აიტაცეს, მისმა გერმანელმა მოსწავლეებმა, - ჰიტლერმა და გებელსმა. ჩემბერლენის წიგნმა, ,,19 - ე საუკუნის საფუძვლები“, რომელიც 1899 - ტ წელს გამოიცა, საფუძველი ჩაუყარა - რასისტულ პროპაგანდას, და გავრცელდა 1930 - იანი წლების ევროპაში. ის - ბიბლიად იქცა, ნაციონალ - სოციალისტებისთვის, ამ წიგნიდან ამოღებული ციტატებით, სავსეა ჰიტლერის - ,,მაინ კამპფი“. ,,ჩვენო სულიერების მამავ, მოგესალმები“, - ასე მიმართავდა - ჩემბერლენს, - იოზეფ გებელსი, რომელსაც - ჰიტლერი, თავის - იდეურ მასწავლებლად მიიჩნევდა. ყოველივე ამას, ,,საიმედოდ“ ინახავდნენ ,,დიდსულოვანი ჯენტლმენები“ თაროებზე, მაგრამ უფალი გვეუბნება: ,,არაფერია დაფარული, რომ არ განცხადდესო“....

ციტატის დასასრული.



 
 
 

Comments


კონტაქტი

Thanks for submitting!

© 2023 by Train of Thoughts. Proudly created with Wix.com

bottom of page