აკაკი ირომაშვილი იოსებ სტალინის შესახებ
- Kakhaber Rodinadze
- Jun 22, 2020
- 2 min read


აკაკი ირომაშვილი სოციალურ ქსელებში იოსებ სტალინის შესახებ წერს:
"დავითს იცით როდის უწოდეს აღმაშენებელი? გარდაცვალებიდან 340 წლის შემდეგ! მაშინდელი ისტორიკოსი (ჟამთააღმწერელი, ნამდვილი გვარსახელი-უცნობია!) წერდა, აქილევსი კი არ იყო დიდი, არამედ დიდ მაქებარს--ჰომეროსს შეხვდა წილად მისი ქებაო! (ესე იგი, მე რომ ჰომეროსის ნიჭი მქონოდა და დავითი შემექო, აქილევსი ვინ ჩემი ფეხები იქნებოდაო?) დავითს, ალექსანდრე მაკედონელს ადრიდა და წერდა, მას რომ რომის ან საბერძნეთის რესურსები ჰქონოდა, მაკედონელის საგმირო საქმეებს დაჩრდილავდაო! დავითს რომელსაც გამოჩენილი სიმკაცრის გამო, მის ეპოქაში ძაღლთაპირს ეძახდნენ, აღმაშენებელი ეწოდა და დღეს საქართველოს ისტორიაში, უდიადესი მეფის სახელითაა შესული! საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობენ ისეთები, ვისი პაპაც ან დახვრიტა ან გააციმბირა სოსომ! ესენი ნელნელა მივიწყებას მიეცემა, (ამას გვასწავლის მსოფლიო ისტორია!) წყალი დაიწმინდება და სოსო წარმოჩნდება იმ საქმეებით, რაც გააკეთა! გაკეთებული სიკეთე კი ათჯერ (თუ მეტჯერ არა!) მეტი აქვს "ბოროტებაზე" ( თუ ბოროტებად ჩაეთვლება 5-ე კოლონის მოსპობა, უშუალოდ კარს მომდგარი ომის წინ, მიუხედავად მაშინ დაშვებული გადაცდომებისა და აშკარა ღალატისა ტროცკისტების მხრიდან, რაც მაშინ ხდებოდა, რომელიც ბოლოს ყველაფერი სტალინს დაბრალდა!!) საქართველო, მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე, ისე არასოდეს ყოფილა აყვავებულ-გალაღებული, როგორც იმ სისტემის პირობებში! მისი და ბერიას მეცადინეობით, რუსეთის უზარმაზარი რესურსების ხარჯზე სახელმწიფოს აშენება-დამშვენება, ქართველებს ჩვენი ბიჭობა გვეგონა და ბოლო 30 წელმა აჩვენა, სინამდვილეში, რისი მაქნისებიც ვყოფილვართ! ამას დაუმატეთ ქართველთა წრეგადასული შური და ზიზღი, ე.წ. "აღზევებულ მდაბიოთა" მიმართ და ყველაფერი ნათელი გახდება! საერთოდ, ქაშაყი ვერ შეაფასებს ლურჯ ვეშაპს, რადგან ის მხოლოდ ვეშაპის სხეულის უმცირეს ნაწილს ხედავს, ხოლო მის სრულად დასანახად, ქაშაყს დასჭირდება მინიმუმ 100 მეტრიდან შეხედოს, მაგრამ რაც არ უნდა გამჭვირვალე იყოს წყალი, მაგ სიშორეზე ვერაფერს დაინახავს--ქაშაყია და იმიტომ! ლურჯი ვეშაპის სიდიდე რომ შეამჩნიო, შენ თვითონ, კაშალოტი მაინც უნდა იყო და მაშინდელი კაშალოტები, (ჩერჩილი, რუზველტი, დე გოლი, მაო ძე დუნი და სხვები!) სათანადო პატივისცემით იხსენებდნენ! თვით ჰიტლერიც კი, მისი დაუძინებელი იდეური მტერი, გარკვეული სიმპათიით იყო მის მიმართ! სააკაძეც გააქციეს საქართველოდან, მოღალატე თავადებმა და რა მერე? ვისი სახელი შემოინახა ისტორიამ და ვისი ძეგლი დგას თბილისში--შადიმანისა თუ მისი? სახელმწიფო, პოლიტიკური, სამხედრო მოღვაწე ერთ კაცში! და სამივეში-უდიდესი მსოფლიოში! თქვენ ფაშისტური გერმანიის დამარცხება, რომელსაც მთელი დაპყრობილი ევროპის ეკონომიკა უმაგრებდა ზურგს, მაქარაშვილის მავთულხლარტებთან პოზირება ხომ არა გგონიათ? ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის!) ის უდიდესი ქართველია არა მარტო დღემდე დაბადებულ, არამედ დღეის შემდეგ დასაბადებელთა შორისაც, რადგან გამორიცხულია მეორე ქართველს კიდევ მიცეს შანსი განგებამ, ნახევარი მსოფლიოს იმპერატორობისა!! უფრო მეტსაც გეტყვით: ის უდიდესია ქრისტეს შემდეგ მოვლენილ ადამის ყველა ძეთა შორის! ასეთებს, ისტორია, არ ივიწყებს, რა ანტიპროპაგანდაც არ უნდა გასწიოს ბაბლოპითეკურმა სისტემამ, რომლის არსებობის საფუძველიც, მილიარდობით უბრალო მშრომელი ადამიანის ძარცვაა!!"
Comments