1991 წლის 9 ივლისის აფხაზეთის აპარტეიდული საარჩევნო კანონი
- Kakhaber Rodinadze
- Aug 4, 2020
- 2 min read
(ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდაჭერის შედეგად როგორ მიიღო აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობამ 47% - ქართველებმა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში (პარლამენტში) იმაზე ნაკლები ადგილი, 26 ადგილი, ვიდრე ჰქონდათ აფხაზეთის მოსახლეობის უმცირესობას 17 % - აფსუებს (აფხაზებს), 28 ადგილი, პლიუს სხვა ეროვნულ უმცირესობებს - 11 ადგილი, ანუ ჯამში 39 ადგილი (28+11))
ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდაჭერით, 1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი საარჩევნო კანონი. ამ, ფაქტიურად, აპარტეიდული კანონის მიხედვით აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა ადგილები დაეთმო უმცირესობა მოსახლეობას:
მოსახლეობის 47 % (ქართველები) უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ იქნა 26 დეპუტატით;
17 % (აფხაზები) – 28 დეპუტატით;
დანარჩენი (სხვადასხვა ეთნიკური მოსახლეობა) – 11 დეპუტატით.
ამავე კანონით განისაზღვრა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო აფხაზი, რომელსაც ეყოლებოდა ორი მოადგილე – ერთი ქართველი და ერთი სხვა ეროვნების; მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ კი დაინიშნებოდა ქართველი.
ანუ, ეროვნულ უმრავლესობას, ქართველებს, ჰქონდათ 26 დეპუტატის ადგილი, ხოლო ეროვნულ უმცირესობებს 39 დეპუტატის ადგილი (28 დეპუტატის ადგილი აფხაზებს + 11 დეპუტატის ადგილი სხვა ეროვნულ უმცირესობებს).
შეადარეთ, ქართველების უმრავლესობას - 26 ადგილი, აფხაზების უმცირესობას - 28 ადგილი.
სხვა უმცირესობებს - 11 ადგილი.
აი, შიზოფრენიული „ლოგიკის“ შედეგი.
ჯერ, 1989 წელს იძახა, აფხაზი ერი საერთოდ არასდროს არ არსებობდა და არც ახლა არ არსებობსო, აფხაზი არის იგივე ქართველიო (წაიკითხე, მეგრელი), აფსუები კი წაეთრიონ თავიანთ ისტორიულ სამშობლოში - ჩრდილოეთ კავკასიაშიო, ხოლო მერე კი, 1991 წელს, ისეთი საარჩევნო კანონის მიღებას დაუჭირა მხარი, „საკითხი მოვაგვარეო“, საჯაროდ იძახოდა, რომლის თანახმად მოსახლეობის უმცირესობამ აფსუებმა (იგივე, „აფხაზებმა“) მიიღეს ადგილების უმრავლესობა, ქართველებთან შედარებით.
ასევე სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ შიზიკი სხვა ეროვნულ უმცირესობების წარმომადგენლებსაც, რომლებსაც 11 დეპუტატის ადგილი ჰქონდათ, შიზოფრენიული მანიაკალური თანმიმდევრობით, წლების განმავლობაში, მიუთითებდა კარებზე - საქართველოდან გაეთრიეთო. ანუ, ისინიც, უკვე წლების განმავლობაში, გადამტერებული ჰყავდა.
1991 წლის 9 ივლისის აპარტეიდული კანონის მოქმედების შედეგად, აფსუებით (აფხაზებით), 28 დეპუტატის ადგილით, და სხვა ეროვნული უმცირესობების, 11 დეპუტატის ადგილით, დაკომპლექტებულმა აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უამრავ არაკანონიერ ქმედებას ახორციელებდა, იღებდა ანტიკონსტიტუციურ სამართლებრივ აქტებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე იურიდიული ძალის არმქონედ და გაუქმებულად გამოცხადდა საქართველოს კანონები. სეპარატისტული "კანონშემოქმედებითი" საქმიანობის უკანასკნელი გამოვლინება იყო 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეწყდა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედება და აღდგენილ იქნა აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია.
დავუშვათ, ვითომ, ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეების განცხადება სწორი იყო, აფხაზები არასდროს არ არსებობდნენ წარსულში და არც 1989 წელს არ ასებობდნენ; აფხაზი იყო იგივე ქართველი (წაიკითხე, მეგრელი), და დღევანდელი აფსუები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიელები, და უნდა წათრეულიყვნენ ჩრდილოეთ კავკასიაში,
დავუშვათ.
კი მაგრამ,
თუ ასეა, მაშინ იგივე ზვიად გამსახურდიამ როგორ დაუჭირა მხარი 1991 წლის 9 ივლისის აფხაზეთის ახალ აპარტეიდულ საარჩევნო კანონს, რომლითაც აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში:
მოსახლეობის 47 % (ქართველები) პარლამენტში წარმოდგენილი იქნა 26 დეპუტატით;
17 % (აფხაზები, ზვიად გამსახურდიას მიერ 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებსი აფსუებად სახელდებულები, და ჩრდილოეთ კავკასიაში გაგდებისკენ მოწოდებულები) – 28 დეპუტატით;
დანარჩენი (სხვადასხვა ეთნიკური მოსახლეობა) – 11 დეპუტატით.
ანუ, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მოსახლეობის ეროვნული უმრავლესობა 47 % ქართველები წარმოდგენილები აღმოჩნდნენ უმცირესი დეპუტატის ადგილებით, 26 ადგილით, მაშინ როცა მოსახლეობის უმცირესობა 17 % აფსუები (აფხაზები) წარმოდგენილები იყვნენ 28 ადგილით, პლიუს სხვა ეროვნულ უმცირესობები - 11 ადგილით, ანუ ეროვნული უმცირესობები ჯამში 39 ადგილით (28+11)).
სად არის ელემენტარული ლოგიკა?
ლოგიკა არ არის.
კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
04.08.2020

Comments